გია ვოლსკი - ვარჰეი არის კომისარი გაფართოების საკითხებში და მისი განცხადება არ ემყარება მხოლოდ მის პირად შეხედულებას - ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა, ევროპასაც სჭირდება საქართველო

ვარჰეი არის კომისარი გაფართოების საკითხებში და მისი განცხადება არ ემყარება მხოლოდ მის პირად შეხედულებას - ქვეყნებშია ასეთი განწყობა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირთან უფრო მეტ დაახლოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, განსაკუთრებით როცა „ტურბულენტური სიტუაციაა" მსოფლიოში.

„ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა. ევროპასაც, რასაკვირველია, საქართველო ჭირდება როგორც ძალიან მყარი, მნიშვნელოვანი პარტნიორი თავის გეოპოლიტიკური, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობით",- განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა, რომ "საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება