ფოთში, ლიეპაიას ქუჩის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში, ლიეპაიას ქუჩის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები: ასფალტო – ბეტონის, ტროტუარების, ადგილობრივი შესასვლელების, გამწვანების, გარე განათების და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, განთავსდება საგზაო ნიშნები და სავალ ნაწილზე განხორციელდება ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

„ლიეპაიას ქუჩის სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ახორციელებს შპს „გზა-მშენებელი-13“ და მისი ჯამური ღირებულება 669 343 ლარს შეადგენს.

პარალელურად მიმდინარეობს 9 აპრილის ხეივნის, კონსტიტუციის და ვატაევის ქუჩის გზის მოწყობის სამუშაოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მათთვის მთავარი გამოწვევაა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავარი გამოწვევაა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდისა და გზების დეპარტამენტის დახმარებით“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება