ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა

ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა - ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი და ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

„საზეიმო ღონისძიებაზე 2023 წლის ხობის საპატიო მოქალაქეთა, ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, აქტიური და სამაგალითო საზოგადოებრივი საქმიანობისა და პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ნარგიზა ტუღუშს, ნათელა ჯიჯელავას, ფრიდონ გოცირიძეს და კუკურ ნაცვლიშვილს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგები: სულიკო ტაბატაძე, ზაირა ცხადაია, ხურთქი აბრალავა, მანანა სესქურია, ნათელა ქირია, დარეჯან ნადარაია და ხობელი ახალგაზრდები - ქეთევან ხასია, ქეთევან ტურავა, ლუკა ნარსია და ნოდარ კარტოზია, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. სადღესასწაულო საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, პროექტ „რანინას“ ბავშვები და ჯგუფი „რეგიონი“ მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება