მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს - წავლენ, თავისი ბელადის, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს გააკეთებენ, ჩამოკიდებენ პიჯაკებს, დადებენ ბოტასებს, რაღაცას იბოდიალებენ და ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, რას ნიშნავს ეს - რა ვიცი, რას ნიშნავს?!

„ნაცმოძრაობა“ არ არსებობს, ეს არის სატელევიზიო პროდუქტი - თავისი ბელადის, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს გააკეთებენ, ჩამოკიდებენ პიჯაკებს, დადებენ ბოტასებს, ასეთი საქმიანობით არიან დაკავებულები და მერე ერთმანეთს ჭამენ შიგნით,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რეალურად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმაზე ბრძოლა მიდის, ვინ გაანაწილებს თანხებს და ვის ექნება პარტიის შიგნით გავლენა.

„ნაცმოძრაობაში“ რაღაცას იბოდიალებენ და ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, რას ნიშნავს ეს. რა ვიცი, რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არეულ-დარეულები არიან და დავალების შესრულებაც კი უჭირთ. „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს. ეს არის სატელევიზიო პროდუქტი. „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები აცოცხლებენ რაღაც ვირტუალურ პარტიას, რომელიც რეალურად არ არსებობს. წავლენ, თავისი ბელადის, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს გააკეთებენ, ჩამოკიდებენ პიჯაკებს და დადებენ ბოტასებს - ასეთი საქმიანობით არიან დაკავებულები. მერე ერთმანეთს ჭამენ შიგნით. რეალურად, იმაზე ბრძოლა მიდის, ვინ გაანაწილებს შიგნით თანხებს, რაც თავის დროზე ბიუჯეტიდანაა მოპარული და ვის ექნება გავლენა პარტიის შიგნით. რეალურად, პარტია ვირტუალურია. „ნაცმოძრაობა“, როგორც ასეთი, არ არსებობს. მათმა ტელევიზიებმა 2-3 თვის განმავლობაში მავზოლეუმების გახსნები, შიდა დაპირისპირებები თუ არ დაპირისპირებები რომ არ გააშუქონ, პარტია, როგორც ასეთი არ არსებობს. ექსტრემისტული, რადიკალური, ფაშისტური მიმდინარეობის პირთა ჯგუფია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება