გიორგი ამილახვარმა მოსწავლეების მშობლებთან ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლის მოსწავლეების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მინისტრი შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ საკითხებს დეტალურად გაეცნო. მათ შორის, მხარეებმა იმსჯელეს სკოლებში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ეხება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, სასკოლო კვებას, ბუფეტებს, ჰიგიენის დაცვას, სკოლების დაფინანსებას და სხვ.

გიორგი ამილახვარმა მშობლებს სკოლებში პრობლემების დაძლევის კუთხით საკუთარი ხედვები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივებმა და გადასადგმელმა ნაბიჯებმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, სკოლებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებისა და არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და სხვადასხვა აქტუალური საკითხის სიღრმისეული განხილვის მიზნით სამომავლო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, მშობლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება, რათა ისინი კიდევ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები მიმდინარე რეფორმის პროცესში“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება