ჯაბა სამუშიამ ბორდო მონტენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში იმყოფება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი ბორდო მონტენის უნივერსიტეტის (Bordeaux Montaigne University) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს აპოსტოლოს ლამპროპოლოს, უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტსა და მსოფლიო ენათა უმაღლესი სკოლის დირექტორს ანტუან ერტლეს, ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელს ერიკ სურიეს, სადოქტორო სკოლის მმართველ გუნდს, სლავისტიკის მიმართულების პროფესორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

„შეხვედრებზე მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ სტუდენტებისთვის ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე, რაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს 2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ბორდო მონტენის უნივერსიტეტში გაატარონ. ასევე, ფრანგული უნივერსიტეტის კავკასიოლოგიითა და ისტორიით დაინტერესებული სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლიან.

უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტ ანტუან ერტლესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ბორდოს მონტენის უნივერსიტეტში „საქართველოს დღეების“ მოწყობის საკითხსაც, რაც ფრანგულ-ქართული კულტურული და საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ბორდოში არსებული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება