ლევან დავითაშვილი - საქართველო სტაბილური ქვეყანა და სანდო პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი სხვა ფაქტორებთან ერთად გეოპოლიტიკური სიტუაციიდანაც არის გამომდინარე - საქართველო სტაბილური ქვეყანაა ევროპისთვისაც და აზიისთვისაც. ჩვენი ქვეყნის როლი ბოლო წლებში გაიზარდა, როგორც სანდო პარტნიორის, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, ეს არის არამხოლოდ სატრანსპორტო კავშირები, არამედ მათ შორის ენერგეტიკული, ციფრული კავშირები, ბევრი მიმართულებით სავაჭრო კავშირები. მისი თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობა სარგებლიანი და საინტერესოა, ასე რომ, მისი შეფასებით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ წარმატებით ჩაივლის და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ გაიმართება. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც, მათ შორის საერთაშორისო ბიზნეს-სექტორიდან.

„ფორუმი ასევე ძალიან წარმატებული იქნება კონკრეტული პროექტების თვალსაზრისითაც - მოლოდინი გვაქვს, რომ ხელი მოეწერება ბევრ შეთანხმებას, რომლებიც კონკრეტული პროექტების განხორციელების წინაპირობა იქნება“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ლევან დავითაშვილი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია - თბილისი კიდევ ერთხელ არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი პლატფორმა, ადგილი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ ისაუბრონ მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე. მისი შეფასებით, აღნიშნული ფორუმიც ამის ნაწილია - შეხვედრის ადგილი, სადაც მეზობელი ქვეყნის პირველი პირები ჩამოდიან.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს როლს და მეგობრულ პოზიციას. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პროცესს, მაგრამ ასევე ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ კავშირებს, ეკონომიკის გაღრმავებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამიისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება