ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ და „ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის კლუბმა“ სამსახურს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა - საქართველოს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას კობალაძესთან ერთად ესწრებოდნენ კლინიკის გენერალური დირექტორი, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო კარანაძე, საერთაშორისო “ლაიონს კლუბების“ ფონდის (LCIF) წარმომადგენელი საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაიონს ქუესტ საქართველო-განათლების ლაბორატორიის“ აღმასრულებელ დირექტორი, ნინო ბესელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, დავით პავლიაშვილი და სამედიცინო ექსპერტი, ვახტანგ ჩხეიძე.

„სტუმრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ბენეფიციართათვის, „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა საქართველოს“, „ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის“ კლუბის, ლაიონსების საერთაშორისო ორგანიზაციისა და ხსენებული ორგანიზაციის მხრიდან, საქართველოს კოორდინატორის_„ლაიონს დენმარკის“ (Lions Denmark) ოფისის მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ეტლ-სავარძლები, გადასაადგილებელი ჩარჩოები, ყავარჯნები და გლუკომეტრები გადასცა.

როგორც ნინო კარანაძემ აღნიშნა, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა -საქართველო, ისევე, როგორც ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის კლუბი და ლაიონსების საერთაშორისო ორგანიზაცია, კიდევ უფრო გააფართოებს სამსახურთან თანამშრომლობას და მომავალში, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მხარდასაჭერად, არაერთ პროექტს განახორციელებს.

კობა კობალაძემ, მისმა პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, სტუმრებს, ვეტერანთა თანადგომის მორიგი აქციისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

„მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1504 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 2211 სათვალე.

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო, „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენალ ფაუნდეიშენის“ მიერ დაფუძნებული ერთადერთი კლინიკაა მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში;

ცნობისთვის, „ლაიონს კლუბი“ მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1917 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყანაში, ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

„საერთაშორისო ლაიონს კლუბმა“, საქართველოში, 2003 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება