„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის წევრები აშშ-ს კონგრესში, კონგრესმენ ლინდა სანჩესს და მაიკ ტერნერს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კოალიციის ფარგლებში, აშშ-ს კონგრესში, კონგრესმენ ლინდა სანჩესს და მაიკ ტერნერს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარეს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს იყო მკაფიო გზავნილი მათი მხრიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც პარტიის წევრმა ალექსანდრე კრევო ასათიანმა აღნიშნა, კონგრესში კოალიციის წევრებმა მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები გამართეს.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჩავატარეთ ამერიკის კონგრესში, მთავარი საუბრის თემები იყო საქართველოს და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოება, შავი ზღვა, ჩინეთის და საქართველოს შორის ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, აშშ-ს ჩართულობა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, რას ნიშნავს ამერიკული ინვესტიციები, რას ნიშნავს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რამდენი ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას და რა თქმა უნდა, კონგრესის წევრები დაინტერესებულები იყვნენ ჩვენი მხრიდან გზავნილებით.“ - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!