ევროკავშირის ელჩი - ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა

ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი გეგმავს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ძალიან აქტიური იყოს.

„ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ გვჭირდება, რომ ბევრი ვიშრომოთ, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარის პროგრესს მიაღწია“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც.

„მიხარია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში იმყოფება და „გლობალური კარიბჭის“ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. მან, ასევე, რამდენიმე შეხვედრა გამართა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენს წინაშე ინტენსიური დღის წესრიგია და ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება