ნიკოლოზ სამხარაძე - ორმხრივ შეხვედრებზე მთავარი აქცენტი კეთდება, რომ გაერო-ში მაქსიმალურად მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ და ეს აისახოს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერაში

ორმხრივ შეხვედრებზე მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჩვენ გაერო-ში მაქსიმალურად მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ და ეს აისახოს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერაში, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ანგოლას დედაქალაქ ლუანდაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აფრიკის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის კუთხით. მისი თქმით, შეხვედრების მიზანია, აუხსნან მათ, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ რეგიონებში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები, რომლებიც რისკის რეგიონში მდებარეობენ, ვგულისხმობ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით რისკის რეგიონებს და ეს არის აფრიკა და ოკეანეთი, ამ ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს ავუხსნათ ის მდგომარეობა, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის. ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. დიდი ხანია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა პარლამენტის შემადგენლობა ხშირად იცვლება, ახალი არჩევნების შედეგად ახალი ადამიანები არიან, ვისთანაც შეხვედრის შესაძლებლობა არ გვქონია და ამიტომ მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები, რომ მათ არსებული მდგომარეობა გავაცნოთ და მათი მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარკვეული მიმართულებით ვლიდერობთ. მაგალითად, ბიუჯეტის გამჭვირვალეობით პირველ ადგილზე ვართ, ბიზნესის კეთების სიმარტივით მეშვიდე ადგილზე, იუსტიციის სახლის ქართული ნოუ ჰაუ არის ცნობილი. ამიტომ, მათ ჩვენს ამ შესაძლებლობებს ვაცნობთ და ვთავაზობთ, რომ ქართული გამოცდილება გაიზიარონ, რადგან განვითარებადი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სხვათა შორის, ამით ძალიან ინტერესდებიან. ბევრ ქვეყანაში, სადაც შეხვედრები გვქონია, ქართული გამოცდილებიდან რაღაც ელემენტები გადაიღეს და ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი პრესტიჟის ასამაღლებლად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რადგან საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება არ არის მხოლოდ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და ჩვენი ბუნებრივი სილამაზე, არამედ ის რეფორმები და პროგრესია, რაც ქვეყანას კონკრეტული მიმართულებებით აქვს. ეს მიმართულებები საინტერესოა იმ ქვეყნებისთვის, ვინც ამ განვითარების გზას გადიან”,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო