ანონსი  26 ოქტომბერი

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მშრალ ხიდთან, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, ენმ-ის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე, და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, პარტიის წევრებთან ერთად აქცია-პერფორმანს გამართავენ.

თემა: „არა კალაძის საცობებს!“

საკონტაქტო: ანუკა გაბელია 551 633 644

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: „სოციალური პროგრამების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგი და პრევენციის მექანიზმები“.

მის: საქართველოს პარლამენტი (C კორპუსი, ოთახი 140)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555602634

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისში, „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართება.

მის: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები დაესწრებიან.

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახლად აშენებული შენობა გაიხსნება.

მის: ამბროლაური, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N2

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

26 ოქტომბერს, 15:30 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, აშშ-ს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროგრამას „USAID განათლება მომავლისთვის“.

ღონისძიებას დაესწრებიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი, ერინ ელიზაბეტ მაქიი.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 7

საკონტაქტო პირი: თამარ ხურცია, USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში - 555 523 350

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გორის მთავარ შადრევანთან, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, საპენსიო სესხებით დაზარალებულებს შეხვდება.

თემა: „გამოსავლის გზები - თუ რა უნდა გაკეთდეს რათა, პანდემიის დროს გახანგრძლივებული ვალების ძველ ჩარჩოში დაბრუნება და განულება მოხდეს“. საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებთან ერთად, ელისაშვილის პარტიის წევრები ლიბერთი ბანკის გორის ფილიალს წერილობითაც მიმართავენ.

საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი - 599 30 36 36

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება