საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენს სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს” განცხადებით ეხმაურება.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულოს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო ურთიერთობის განვითარებაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პატივია, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მხარდაჭერა, რადგან მსგავსი სახის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულოს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო ურთიერთობის განვითარებაში, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობების წარმოჩენისთვის საჭიროა გლობალური სურათის დანახვა, რაც მხოლოდ მსგავსი მასშტაბის ფორუმებზეა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში, განიხილება როგორც ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის განვითარების, ტურიზმისა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის საკითხები, რაც მონაწილეებს აძლევს ერთობლივი საპარტნიორო პროექტების იდენტიფიცირების საშუალებას.

ამიტომაც არის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „აბრეშუმის გზის“ სპონსორი და პარტნიორი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ასოციაციის წევრ კომპანიებს, საქართველოში მოქმედ ბიზნესს, ექმნება ინვესტიციების მოზიდვის შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა.

ვიმედოვნებთ, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენს სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!