ემანუელ მაკრონი - ახლო აღმოსავლეთში შესაძლებელია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

ახლო აღმოსავლეთში შესაძლებელია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იორდანიის მეფე აბდულა II-სთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ, სამოქალაქო პირების დასაცავად მოქმედებს, რათა გათვალისწინებული იყოს ებრაელების და პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებები. იორდანია არსებითი პარტნიორია ამ გზაზე“, - წერს მაკრონი.

ცნობისთვის, მაკრონი იორდანიის დედაქალაქ ამანს დღეს ეწვია, მას შემდეგ, რაც სამშაბათს შეხვედრები გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინელ ლიდერ მაჰმუდ აბასთან. ამის შემდეგ იგი კაიროს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისისთან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება