პრემიერი - ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს - დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას

ჩემი გზავნილი არის მარტივი - ჩვენ, ჩვენი ხალხი, მთავრობა და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც რეფორმებს და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციას გააგრძელებს.

„საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა და 12-ვე რეკომენდაცია მაქსიმალურად შევასრულეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია და სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოებები არსებობდა, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რამე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი - ვითვალისწინებ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებ იმ პრეცედენტებს, რომლებიც შეიქმნა, რომ შარშან მოლდოვას, უკრაინას და ბოსნია ჰერცეგოვინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომლებსაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და საქართველოსთან შედარებით დღესაც აქვთ და მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სისტემატურ კოორდინაციაში ვიმყოფებით ჩვენს ევროპელ კოლეგებთან.

ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კოორდინაცია და ინტერაქცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, იყო მთელი რიგი დაზუსტებები. ჩვენ საკმაოდ მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო შთამბეჭდავი პროგრესიც ვაჩვენეთ, რომელიც აღვნიშნე ჩემს შეხვედრებზე. გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერია კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და მხარდამჭერი იმისა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გზავნილი არის მარტივი - ჩვენ, ჩვენი ხალხი, მთავრობა და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო