პრემიერი ბრიუსელში ვიზიტზე - ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშვნელოვანი - მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს

მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფორუმზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის თემატიკაზე.

„აქ წარმოვაჩენთ საქართველოს, ზოგადად პოზიციას და ჩვენს მიღწევებს და პროგრესს, რომელიც ბოლო წლებში გვაქვს. ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს, ჩემს გამოსვლაში ვილაპარაკე იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშნელოვანი, იცით, რომ შუა დერეფანი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ალტერნატიული გზა, ზოგადად ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ზოგადად ეს დაკავშირებადობა არის სისტემატიკა, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება