პრემიერი - არაერთი ფაქტია, რომ ოპოზიცია ეწეოდა და დღესაც ეწევა საბოტაჟს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამას პირდაპირ დავარქმევდი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს - თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება და საქციელი

ეს არის აღიარება - სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება და საქციელი, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებას.

როგორც პრემიერმა განაცხადა, არაერთი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ოპოზიცია ეწეოდა და დღესაც ეწევა საბოტაჟს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიფრთხილებია ჩვენი საზოგადოება ასეთი შემაფერხებელი დესტრუქციული საბოტაჟის ფაქტების შესახებ. ამის შესახებ ღიად მქონდა საუბარი. კონკრეტული ფაქტები მოვიყვანე, დავასახელე გვარები იმ ოპოზიციონერების, რომლებიც დადიოდნენ და ჯერ კიდევ დადიან ევროპის ქვეყნებსა და დედაქალაქებში, მათ შორის ბრიუსელშიც, რომლებიც ითხოვდნენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. ამას პირდაპირ დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ცუდი გიხაროდეს?! მოინდომო და შენი ქვეყნის ევროპელ კოლეგებს თხოვნით მიმართო, რომ სტატუსი არ მისცენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია. ამიტომ, ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე ღიად, რომ საზოგადოება გამეფრთხილებინა, რომ ასეთი მცდელობები იყო და იქნება მომავალშიც, სამწუხაროდ. ამიტომ, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ისინი [ოპოზიცია] იყენებდნენ მათ რესურსებს, თავიანთ გავლენიან ლობისტებს და ა.შ.

ამას ემსახურებოდა შარშან, როდესაც ევროკომისიას კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მაშინ თავიანთ დედა პარტიას მიაღებინეს რეზოლუცია. არაერთი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ოპოზიცია ეწეოდა და დღესაც ეწევა საბოტაჟს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. რატომ? ერთადერთი მიზეზის გამო, მათ არ უნდათ ჩვენი ქვეყნის პროგრესი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა აქარწყლებს ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც უხვად მოედინება თბილისიდან, ოპოზიციის მხრიდან.

„ეს არის აღიარება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება და საქციელი. მინდა ყველა დავამშვიდო, მიუხედავად შიდა და გარე მტრებისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მშვიდად და ფხიზლად უნდა მივყვეთ ამ სიტუაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება