პრემიერი - გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში - წინ ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებს

გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში. წინ ვუსწრებთ ევროკავშირის მოქმედ წევრ ქვეყნებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა.

პრემიერის თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით არის მოწინავე ქვეყანა.

"გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში. წინ ვუსწრებთ მოქმედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს. ესეც არის პასუხი, იმ დიდ ხნიანი დეზინფორმაციული, ნეგატიური, ანტი-ქართული კამპანიის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამბობდნენ, რომ, თითქოს ჩვენთან არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ გამოწვევები არის კანონის უზენაესობის სფეროში.

ეს კონკრეტული რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენი ქვეყანა მართლაც მოწინავეა ყველა პარამეტრით და, რა თქმა უნდა, მიხარია და მახარებს ეს აღიარება, რომელიც არ არის ჩვენ მიერ შედგენილი და გაკეთებული. ეს არის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მონიჭებული საპატიო სტატუსი“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება