რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში „საპასუხო ბირთვული დარტყმის მასიური წვრთნა“ ჩაატარეს

რუსეთში „საპასუხო ბირთვული დარტყმის მასიური წვრთნა“ ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეატყობინა, რომ “სტრატეგიული თავდასხმითი ძალების მიერ შესრულებულია მოწინააღმდეგის ბირთვულ დარტყმაზე საპასუხო მასიური ბირთვული დარტყმის ამოცანა“.

კრემლმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბირთვული შემაკავებელი ძალების შემადგენელი სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო საშუალებების მიერ წვრთნების ფარგლებში შედგა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების პრაქტიკული გაშვება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტების გაშვების ვიდეოს აქვეყნებს. კერძოდ, “პლესეცკის” კოსმოდრომიდან კამჩატკის კურას პოლიგონზე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა “იარსი” გაუშვეს.

ასევე, ბარენცის ზღვის აკვატორიიდან წყალქვეშა ბირთვული სარაკეტო კრეისერიდან “ტულა” ბალისტიკური რაკეტა “სინევა” გაუშვეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება