პრემიერი - ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ - საგულდაგულო, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში

ძვირფასო მეგობრებო, რაც მთავარია, ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. საგულდაგულო, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში. გულდასმით გავითვალისწინეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული ყველა წინადადება და ძლიერ წინსვლას მივაღწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები" − სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხი ელის, რომ საქართველოს შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად იქნება შეფასებული.

„გულდასმით, ერთგულებით და ჯეროვნად შემუშავებული გეგმით ჩვენი ერის ცივილიზაციური ბედისწერის რეალიზებისა და ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანებისთვის მოუთმენლად ველით კანდიდატის სტატუსის მიღებას.

აშკარაა, რომ საქართველოს მოგზაურობა ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენი გლობალური პარტნიორობის გაძლიერებისკენ ურყევი ერთგულებითა და გამძლეობით გამოირჩევა. ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ ვრჩებით ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ერთგულნი. დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და გამჭვირვალობის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია. საქართველო, როგორც ევროპული ერი და ბუნებრივი, გლობალური კარიბჭე, მზადაა, გააძლიეროს ევროკავშირი და წვლილი შეიტანოს მის უკეთეს მომავალში. დიდი მადლობა!", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება