აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჯონსონს 220-მა თანაპარტიელმა დაუჭირა მხარი, მაშინ, როდესაც პოზიციაზე ასარჩევად 218 ხმა სჭირდებოდა. „დემოკრატიული პარტიის“ ყველა 209 დამსწრე წარმომადგენელმა, ისევე როგორც ყველა წინა ჯერზე, მხარი ფრაქციის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს დაუჭირა.

ლუიზიანას შტატის წარმომადგენელი, 51 წლის ჯონსონი, წარმომადგენელთა პალატაში 2016 წლიდან იმყოფება და აქამდე რესპუბლიკური ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

CNN-ის ცნობით, ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და 2020 საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების წარუმატებელ მცდელობაში კონგრესის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას წარმოადგენდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება