ბენიამინ ნეთანიაჰუ - 7 ოქტომბრის ჩავარდნაზე ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის მეც, მაგრამ ეს მხოლოდ ომის შემდეგ მოხდება

7 ოქტომბრის ჩავარდნაზე ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის მეც, მაგრამ ეს მხოლოდ ომის შემდეგ მოხდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზოგადოებისადმი მიმართვაში განაცხადა.

„7 ოქტომბერი შავი დღე იყო ჩვენს ისტორიაში. ბოლომდე გავიგებთ რა მოხდა სამხრეთ საზღვარსა და ღაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩავარდნა ბოლომდე შემოწმდება.

ყველას მოუწევს ჩავარდნაზე პასუხის გაცემა - მათ შორის მეც - მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ომის შემდეგ მოხდება. როგორც პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოს მომავლის უზრუნველყოფაზე ვარ პასუხისმგებელი და ახლა ჩემი სამუშაოა ისრაელის სახელმწიფო და ხალხი ჩვენს მტრებზე გამანადგურებელ გამარჯვებამდე მივიყვანო.

ახლა ძალების გაერთიანების დროა ერთი მიზნისთვის: გამარჯვებისკენ წინსვლისთვის… ჩვენი საქმის სამართლიანობის ღრმა რწმენით“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება