გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტზე აშშ-ის რეზოლუციას ვეტო დაადეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ისრაელი-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზაში დახმარების შეტანის უზრუნველყოფის მიზნით, ე.წ. „ჰუმანიტარული პაუზისკენ“ მოუწოდებდა.

ამასთან, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნული იყო, რომ ქვეყნებს აქვთ თავდაცვის უფლება.

რუსეთმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ მათ ვეტო დაადეს აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რადგან ის არ მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, მწვანე შუქს აუნთებს ომის შემდგომ ესკალაციას. აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც და განაცხადა, რომ ნებისმიერი რეზოლუციის პრიორიტეტი უნდა იყოს პალესტინელებისა და ისრაელელების სიცოცხლის თანაბრად დაფასება.

დამტკიცებისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა ვერ მოიპოვა რუსეთის მიერ შემუშავებულმა ტექსტმაც, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდა. მანამდე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 10-მა არჩეულმა წევრმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ისა და რუსეთის რეზოლუციის პროექტები ვერ დამტკიცდება, ისინი შეეცდებიან შექმნან საკუთარი რეზოლუციის პროექტი ბრაზილიის მიერ შეთავაზებულ ტექსტზე დაყრდნობით, რომელსაც აშშ-მ ვეტო დაადო, მაგრამ არჩეულმა წევრებმა მხარი დაუჭირეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება