ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება - უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია

ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის შევლენ ძალები პალესტინის ანკლავში, რომელსაც ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ აკონტროლებს, მთავრობის სპეციალური ომის კაბინეტი მიიღებს.

"ჩვენ უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. პარალელურად, ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის. არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი. ასევე არ დავაკონკრეტებ, თუ რა გათვლებს ვაკეთებთ, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ძირითადად არ იცის და ასე უნდა იყოს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისათვის, გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი დათანხმდა შეერთებული შტატების თხოვნას, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია გადაედო, რათა ვაშინგტონმა რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსება შეძლოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება