აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ახალი სპიკერის, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ, განაცხადა, რომ მხარს უჭერს ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს „ჰამასს“ და გამოხატავს ისრაელის მიმართ სოლიდარობას ტერორისტების წინააღმდეგ ომში.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას ისრაელის დაცვის მიმართ და მოითხოვს, რომ „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და გაათავისუფლოს ყველა მძევალი.

„წარმომადგენელთა პალატა დგას ისრაელის გვერდით, რადგან ის იცავს თავს „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტების მიერ წამოწყებული ბარბაროსული ომისგან და ადასტურებს, რომ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია 412 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება