სამხრეთ კორეა, იაპონია და აშშ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას გმობენ

სამხრეთ კორეა, იაპონია და შეერთებული შტატები მკაცრად გმობენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და აცხადებენ, რომ მათ იარაღის რამდენიმე მიწოდება დაადასტურეს, - ამის შესახებ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„კორეის რესპუბლიკა, შეერთებული შტატები და იაპონია მკაცრად გმობენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის რუსეთის ფედერაციისთვის მიწოდებას უკრაინის მთავრობისა და ხალხის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. იარაღის ასეთი მიწოდება, რომელთაგან რამდენიმეს ჩვენ ახლა ვადასტურებთ, რომ დასრულებულია, მნიშვნელოვნად გაზრდის რუსეთის აგრესიული ომის ადამიანურ დანაკარგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ კორეა, იაპონია და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ასევე რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ნებისმიერი მასალის მიწოდების ფაქტს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ნებისმიერ მასალას, რომელსაც რუსეთი აწვდის კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ფხენიანის სამხედრო მიზნების მხარდასაჭერად“, - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და დასძენენ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას, რომელსაც თავად მოსკოვმა დაუჭირა მხარი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება