ქუთაისში მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა

ქუთაისში მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა. კინოთეატრ „საქართველოში“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცერემონიალს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

„ოქროს დინოზავრი”, საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა ფილმს „გაუგონარ ამბები“, რეჟისორი რამაზან ქილიჩი;

“ოქროს დინოზავრი” საუკეთესო რეჟისურისთვის - “ამაღლება”, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე;

“ოქროს დინოზავრი” საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის - “ღამის ბურგერი”, ოპერატორი ჰარშვირ ობერაი;

სტუდენტური ჟიურის პრიზი „მფრინავი მღებავი” გადაეცა ჯაუაჰინ ზენტარის ფილმს “მამაჩემის საფლავზე” .

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ფილმმა "მოგზაურობა", რეჟისორი რიმანტას ოიჩენკო.

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ მიხეილ კობახიძის სახელობის პრიზი “თეთრი ქოლგა” გადასცა ტან ჩე დინის ფილმს “ხაზზე დარჩით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, აღნიშნული კინოფესტივალი მსოფლიოს კინოსამყაროსთვის ცნობილია.

„6 დღის განმავლობაში ქუთაისი იყო კინოპროფესიონალთა და კინომოყვარულთა შეკრების მთავარი ადგილი საქართველოში. სამი წელია, რაც ეს ფესტივალი იმართება და უკვე აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული იმიჯი, პრესტიჟი და ტრადიციებიც.

ჩვენი კინოფესტივალის შესახებ უკვე იცის მსოფლიო კინოსამყარომ. წელსაც ბევრი სტუმარი გვყავდა უცხოეთიდან, კვლავ ჩვენს გვერდით იყო ქართული კინოს ლეგენდა, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები და მსახიობები, მაყურებელი - ისინი, ვისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის სურვილების და შესაძლებლობების საუკეთესო თანხვედრის მაგალითი. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრთან ერთად, შეძლო და მაღალი დონის საერთაშორისო ფესტივალი დააფუძნა. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პარტნიორებს! შევხვდებით მომავალ ფესტივალზე!”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დაფუძნებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის მიერ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება