„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დასუფთავების აქცია ჩაატარეს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყე სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და ხუთი ერთეული სპეცტექნიკა იყო ჩართული.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით მაქაცარიასთან ერთად გაეცნო.

დავით ფაჩულიას განცხადებით, ხუდადოვის ტყეში სამშენებლო ნარჩენის პრობლემა მუდამ აქტუალურია.

„სამშენებლო ნარჩენის პრობლემა ხუდადოვის ტყეში, სამწუხაროდ, მუდმივად აქტუალურია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის აქციებს აქ რეგულარულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ სივრცეებში, ქალაქის ქუჩებში, კონტეინერებში ნუ განვათავსებთ სამშენებლო ნარჩენს, რაც შემდგომ ჩვენს სპეცმანქანებსაც აზიანებს. ყველა ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გამოსავალი მარტივია - გლდანში, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალურ ობიექტზე შესაძლებელია მსგავსი ტიპის ინერტული ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიანი ტარიფებით“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მერიის ცნობით, სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი ნარჩენის გატანა. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება