ნიკოლ ფაშინიანი - აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი - ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა

აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში, "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.

„თავისთავად გზა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნებს, ქალაქებს, ის ასევე აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც. ჩვენი საკუთარი მაგალითით ეს ძალიან კარგად ვიცით - გზა ორ ჩვენს მეგობართან ღიაა და ეს თავისთავად მიმანიშნებელია, რომ ჩვენი ურთიერთობა არის მეგობრული ხასიათის, გზები ჩვენს ორ მეზობელთან დაკეტილია და ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს. მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო- მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. რას წარმოადგენს მშვიდობა?! ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას. ყველაფერი ეს ღია საზღვრებთან ერთად, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირები, თავისთავად ასეთი დამაკავშირებელი გზების გარეშე ვერ იარსებებდა. ეს არის მიზეზი რატომაც შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის პროექტი, გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი და მისი მიზანია განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის განცხადების თარგმანს „იმედი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება