პრემიერი - ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ყოველწლიურად 100 მლნ ტონის  გადაზიდვა მოხდეს - ანაკლიის პორტი ჩვენთვის პრიორიტეტია

ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული და ნამდვილად, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ყოველწლიურად 100 მლნ ტონის გადაზიდვა მოხდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლა გააქტიურდება, რომელიც საქართველოს რუმინეთსა და ბულგარეთთან დააკავშირებს და საერთაშორისო ტრანსპორტირებას გააძლიერებს.

„ჩვენი, როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყნის მიზანია, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ. ჩვენ ანაკლიაში ახალ პორტს ვავითარებთ, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ჩვენი როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი, თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული და ნამდვილად, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ყოველწლიურად 100 მლნ ტონის გადაზიდვა მოხდეს. საქართველო მზად არის, შეასრულოს თავისი როლი, როგორც ენერგეტიკის ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული ურთიერთდაკავშირებულობის რეგიონული ცენტრისა და ჩვენ სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე გახმაურებული პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც ნამდვილად გლობალურ ზეგავლენას ახდენს ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ.

ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გვპირდება იმას, რომ მწვანე ენერგიით მოხდეს ვაჭრობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ასევე, ხელს უწყობს განახლებად ენერგიას, ასევე წყალბადის წარმოებას. სტრატეგიულ შეთანხმებას, რომელიც ბუქარესტში 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა, ხელი მოაწერეს ლიდერებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან, მყარი საფუძველი შექმნა ენერგეტიკული პარტნიორობისთვის. მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ეს არის უკვე ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი შეთანხმება და მოველით, რომ 2024 წელს იქნება პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც, ასევე წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ წვდომა უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტკავშირზე. გარდა ამისა, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლა გააქტიურდება, რომელიც საქართველოს რუმინეთსა და ბულგარეთთან დააკავშირებს და გააძლიერებს საერთაშორისო ტრანსპორტირებას, განსაკუთრებით, შუა დერეფნის გასწვრივ. ასევე, სატრანსპორტო მარშრუტების გაციფრულება შავ ზღვაში, ეს არის შემდეგი ნაბიჯი ამ დერეფნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის განცხადების თარგმანს "იმედი" ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება