საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დღე აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე აღნიშნეს. წელს ინსტიტუტს დაარსებიდან 63 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, დარგის სპეციალისტები, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა, იმ დროს, როცა, მსოფლიოში დარგი ფეხს იდგამდა. ამ ფონზე საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება, იმ პერიოდშიც და დღესაც ქართველი მეცნიერების სიახლეებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს.

„63 წლის წინ, დიდი მეცნიერის, ფიზიკოსის, მათემატიკოსისა და კიბერნეტიკოსის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის დიდი შრომის და თამამად შეიძლება ითქვას, ბრძოლის შედეგად, საქართველოში დაფუძნდა პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდა, პერსპექტიულმა მეცნიერებმა მოიყარეს თავი. ეს პირველი ნაბიჯი დაკავშირებული იყო გამოთვლითი ტექნიკისა და კიბერნეტიკის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან, რომელთა გამოყენებამ მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვლადიმერ ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით, კიბერნეტიკის ინსტიტუტმა წამყვანი ადგილი მოიპოვა არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. შემთხვევითი არაა, რომ თბილისში ჩატარდა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტში, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა წამყვანი სამეცნიერო სკოლის მეცნიერები იაპონიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. დღეს ინსტიტუტი 63 წლისაა. ინსტიტუტმა ბევრი სირთულე დასძლია, იყო წარმატებები და იყო შეფერხებაც, თუმცა, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს დიდი მეცნიერების გაკვალულ გზაზე სიარულს. დღეის მონაცემებით, ინსტიტუტს 100-ზე მეტი უცხოური თუ ეროვნული გრანტი აქვს მოპოვებული, ამ ეტაპზე მეცნიერები მუშაობენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხი გრანტის, DAAD-ის სამი და ერთი საერთაშორისო გრანტის შესრულებაზე. ბოლო პერიოდში გაიხსნა ახალი მიმართულებების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ორი ლაბორატორია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, იმისათვის, რათა ინსტიტუტმა მიიზიდოს მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასახელებენ. ვულოცავ ინსტიტუტს, მეცნიერებს, მკვლევრებს ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ თამაზ სულაბერიძის თქმით, ინსტიტუტში ახალი ლაბორატორიები ამოქმედდა და განახლდა ინფრასტრუქტურა. თამაზ სულაბერიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ინსტიტუტის დღის დაარსება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ესაა დღე, როცა, ჩვენ, მეცნიერები ერთგვარად ვაჯამებთ მუშაობის შედეგებს. ეს არის ნაფიქრის, ნააზრევისა და განვლილი გზის ხელახლა გააზრების დღე. ეს არის ჩვენს მეცნიერთა მიერ მოპოვებული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების გაზიარების დღე და სიხარული, რომელსაც თითოეული ჩვენგანი და ინსტიტუტი ნამდვილად იმსახურებს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამშრომელს ინსტიტუტის დაარსების დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, - განაცხადა თამაზ სულაბერიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და სტუმრებმა, დაათვალიერეს კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ასევე, სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ ლაბორატორიები. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და „ტალღა“ ერთ სივრცეშია განთავსებული. ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ მედეა ბურჯანაძის თქმით, „ტალღა“ ახორციელებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და ატარებს მნიშვნელოვან კვლევებს, მათ შორის: შენადნობთა ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლას მათი შემდგომი გამოყენებისთვის ადამიანის ორგანიზმში. ურბანული გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას და სხვ.

„ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამაზ სულაბერიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო პროფესორებს, თერმო-ფიტოქრომული სტრუქტურების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, გია პერტიაშვილსა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ნიკოლოზ მარგიანს საპატიო დიპლომები გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საპატიო დიპლომები გადასცა სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორს, მედეა ბურჯანაძეს, მეცნიერ-თანამშრომელს, იამზე კალანდაძესა და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, კახა გორგაძეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დღე აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე აღნიშნეს. წელს ინსტიტუტს დაარსებიდან 63 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, დარგის სპეციალისტები, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა, იმ დროს, როცა, მსოფლიოში დარგი ფეხს იდგამდა. ამ ფონზე საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება, იმ პერიოდშიც და დღესაც ქართველი მეცნიერების სიახლეებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს.

„63 წლის წინ, დიდი მეცნიერის, ფიზიკოსის, მათემატიკოსისა და კიბერნეტიკოსის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის დიდი შრომის და თამამად შეიძლება ითქვას, ბრძოლის შედეგად, საქართველოში დაფუძნდა პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდა, პერსპექტიულმა მეცნიერებმა მოიყარეს თავი. ეს პირველი ნაბიჯი დაკავშირებული იყო გამოთვლითი ტექნიკისა და კიბერნეტიკის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან, რომელთა გამოყენებამ მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვლადიმერ ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით, კიბერნეტიკის ინსტიტუტმა წამყვანი ადგილი მოიპოვა არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. შემთხვევითი არაა, რომ თბილისში ჩატარდა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტში, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა წამყვანი სამეცნიერო სკოლის მეცნიერები იაპონიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. დღეს ინსტიტუტი 63 წლისაა. ინსტიტუტმა ბევრი სირთულე დასძლია, იყო წარმატებები და იყო შეფერხებაც, თუმცა, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს დიდი მეცნიერების გაკვალულ გზაზე სიარულს. დღეის მონაცემებით, ინსტიტუტს 100-ზე მეტი უცხოური თუ ეროვნული გრანტი აქვს მოპოვებული, ამ ეტაპზე მეცნიერები მუშაობენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხი გრანტის, DAAD-ის სამი და ერთი საერთაშორისო გრანტის შესრულებაზე. ბოლო პერიოდში გაიხსნა ახალი მიმართულებების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ორი ლაბორატორია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, იმისათვის, რათა ინსტიტუტმა მიიზიდოს მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასახელებენ. ვულოცავ ინსტიტუტს, მეცნიერებს, მკვლევრებს ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ თამაზ სულაბერიძის თქმით, ინსტიტუტში ახალი ლაბორატორიები ამოქმედდა და განახლდა ინფრასტრუქტურა. თამაზ სულაბერიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ინსტიტუტის დღის დაარსება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ესაა დღე, როცა, ჩვენ, მეცნიერები ერთგვარად ვაჯამებთ მუშაობის შედეგებს. ეს არის ნაფიქრის, ნააზრევისა და განვლილი გზის ხელახლა გააზრების დღე. ეს არის ჩვენს მეცნიერთა მიერ მოპოვებული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების გაზიარების დღე და სიხარული, რომელსაც თითოეული ჩვენგანი და ინსტიტუტი ნამდვილად იმსახურებს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამშრომელს ინსტიტუტის დაარსების დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, - განაცხადა თამაზ სულაბერიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და სტუმრებმა, დაათვალიერეს კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ასევე, სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ ლაბორატორიები. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და „ტალღა“ ერთ სივრცეშია განთავსებული. ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ მედეა ბურჯანაძის თქმით, „ტალღა“ ახორციელებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და ატარებს მნიშვნელოვან კვლევებს, მათ შორის: შენადნობთა ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლას მათი შემდგომი გამოყენებისთვის ადამიანის ორგანიზმში. ურბანული გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას და სხვ.

„ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამაზ სულაბერიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო პროფესორებს, თერმო-ფიტოქრომული სტრუქტურების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, გია პერტიაშვილსა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ნიკოლოზ მარგიანს საპატიო დიპლომები გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საპატიო დიპლომები გადასცა სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორს, მედეა ბურჯანაძეს, მეცნიერ-თანამშრომელს, იამზე კალანდაძესა და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, კახა გორგაძეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის