ირაკლი ღარიბაშვილი - ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლებიც ისტორიულად დაბალ დონეზეა

ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლებიც ისტორიულად დაბალ დონეზეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს.

„ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლებიც ასევე ისტორიულად დაბალ დონეზეა.

ასევე, საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს. შემთხვევითი არ არის არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაცია საქართველოს ათავსებს წარმტებულ, მაღალი რანგის ქვეყნებს შორის. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართლაც წარმოადგენს საქართველოს მმართველობის ქვაკუთხედს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავიცვათ ეს ფასეულობები, რაც ასახულია ბევრ პრესტიჟულ რეიტინგში",- აღნიშნა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!