პრემიერი - საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივები წამოიწყო, მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზების ამბიციური პროექტი და 2024 წლის ბოლომდე იგეგმება მისი დასრულება და ნამდვილად გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა

საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი როლი, როგორც ენერგეტიკის ტრანზიტის სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული ურთიერთდაკავშირებულობის რეგიონული ცენტრისა. ჩვენ წამოვიწყეთ სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე გახმაურებული პროექტი, რომელიც ნამდვილად გლობალურ ზეგავლენას ახდენს ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გვპირდება იმას, რომ მწვანე ენერგიით მოხდეს ვაჭრობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ასევე ხელს უწყობს განახლებად ენერგიას და წყალბადის წარმოებას.

„სტრატეგიულმა შეთანხმებამ, რომელიც გაფორმდა 2022 წლის დეკემბერში, ბუქარესტში და მას ხელი მოაწერეს ლიდერებმა, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან, მყარი საფუძველი შექმნა ენერგეტიკული პარტნიორობისთვის და მსოფლიო ბანკი უკვე მიიჩნევს, რომ ეს არის უკვე ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი შეთანხმება. ჩვენ მოველით, რომ 2024 წელს იქნება პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც და ასევე, წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად კიდევ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ წვდომა უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტ კავშირზე.

გარდა ამისა, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლა გააქტიურდება, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუმინეთთან და ბულგარეთთან და გააძლიერებს, საერთაშორისო ტრანსპორტირებას, განსაკუთრებით შუა დერეფნის გასწვრივ. ასევე, სატრანსპორტო მარშრუტების გაციფრულება შავ ზღვაში, ეს არის შემდეგი ნაბიჯი ამ დერეფნის განვითარებისთვის.

საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივები წამოიწყო, მათ შორის არის რკინიგზის მოდერნიზების ამბიციური პროექტი და 2024 წლის ბოლომდე იგეგმება მისი დასრულება და ნამდვილად გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა.

საქართველო იქნება რეგიონში ჰაბი და მთავრობა, ნამდვილად, ახორციელებს ინვესტიციას აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალში და ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დასრულდება 2024 წელს.

ჩემი მთავრობა, ასევე აუმჯობესებს საჰაერო კავშირს და თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს სტატუსს, როგორც გლობალურ ავიაციაში გამოჩენილ მოთამაშეს.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ დიდი გამოწვევები არსებობს ენერგიაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე და ასევე, გლობალურად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილება და ჩვენ ვახორციელებთ ძალისხმევებს და ვდებთ რესურსებს განახლებად ენერგიაში და ჰიდროენერგეტიკაში.

ჩვენი მიზანია, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები ინოვაციური ელექტროსადგურების დასაარსებლად, რათა უფრო მეტად გამოვიყენოთ საქართველოს მწვანე ენერგიის პოტენციალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო