ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, დაახლოებით, 15%-ზე არის ჩამოსული

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, დაახლოებით, 15%-ზე არის ჩამოსული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 15%-იან პარტიას პრემიერობის კანდიდატის გაყვანის რესურსი არ ექნება.

„ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი კიდევ უფრო მეტად შემცირდება, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება, ყველამ ვიცით, რომ 15%-იან პარტიას და მითუმეტეს, არც 10%-იან პარტიას პრემიერობის კანდიდატის გაყვანის არავითარი რესურსი არ აქვს. შიდა დაპირისპირებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, იმისათვის, რომ დემოკრატიული სისტემა გაძლიერდეს საქართველოში, რაც ნაკლები „ნაციონალი“ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მით უკეთესი, ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება