მიხეილ დაუშვილი - ვინც კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის, „ქართულ ოცნებაზე“ უარესია - ასეთ ქმედებას სახელად „მავნებლობა“ ჰქვია და ასეთი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს

ვინც კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის, „ქართულ ოცნებაზე" უარესია - ასეთ ქმედებას სახელად „მავნებლობა“ ჰქვია და ასეთი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.

დაუშვილის აზრით, მას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სტატუსი არ უნდა მიიღოს, სურს არა ქვეყნის წარმატება, არამედ ამოძრავებს ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი.

დაუშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს და ახლა ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს, ეს მონაპოვარი საკუთარ მიღწევად მიიწეროს.

"თუნდაც ქვეყანამ სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებში მიიღოს, ის "ქართული ოცნების" არ არის და სტატუსს "ოცნება" სახლში ვერ წაიღებს. სტატუსი ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მონაპოვარია. არ შეიძლება ასე ეგოისტურად უყურებდე, რომ ვიდრე "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, სტატუსი არ უნდა მოგვცენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია - როგორ შეიძლება ვინმე სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებოდეს?!" - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება