პრემიერი -  ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს დარჩენილი და გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მაინც ვრჩებით ამ მიმართულებით, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, ასევე უზრუნველვყოთ პროგრესი და დავამკვიდროთ გრძელვადიანი პარტნიორობა

დასასრულს, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველომ მიაღწია ტრანსფორმაციულ წარმატებას, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა ეკონომიკამ და ყველაზე სტაბილური ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა დარჩენილი და გასაკეთებელი.

„და კი, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს დარჩენილი და გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მაინც ვრჩებით ამ მიმართულებით, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, ასევე უზრუნველვყოთ პროგრესი და დავამკვიდროთ გრძელვადიანი პარტნიორობა.

მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თბილისში ჩამობრძანდით და შემდეგი ორი დღის განმავლობაში მე გულწრფელად გისურვებთ წარმატებას ჩვენს პატივცემულ სტუმრებს და გისურვებთ რომ მართლად დასამახსოვრებელი დრო გაატაროთ საქართველოში. მჯერა, რომ თქვენ ნამდვილად ისიამოვნებთ ჩვენი ამაყი ქვეყნის მსოფლიოში ცნობილი სტუმართმოყვარეობით, რომელიც მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის. დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება