მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობაში“ ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიიღოს - ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილს ქვეყნისთვის დამაზიანებელი საერთო „მესიჯბოქსები“ აქვთ

[„ნაციონალურ მოძრაობაში“] ყველაფერს ცდილობენ, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიიღოს, ან თუ მიიღებს, რაღაცნაირი მესიჯები გაახმოვანონ - კულისებში ახალი კამპანია დაიწყეს, რომ რამენაირად, კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს ხელისუფლებას არ დაბრალდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილს „ქვეყნისთვის დამაზიანებელი საერთო „მესიჯბოქსები“ აქვთ“.

„მათ მეტი რესურსი აქვთ, რომ ერთ აზრზე იყვნენ. რატომ იცით? ერთი დავალების ქვეშ მოქმედებენ. თუმცა აი ამ ვითარებაშიც კი, როდესაც „მესიჯბოქსი“ ერთი აქვთ. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყნისათვის ერთი მავნე მიმართულებით და არა მხოლოდ, რომელიმე პარტიის ან სახელისუფლებო გუნდისათვის აქვთ ერთი „მესიჯბოქსი“. საერთო „მესიჯბოქსით“ და საერთო მიზნებით მოქმედებენ, ქვეყნის წინააღმდეგაც მოქმედებენ. აგერ სკანდალური ამბავი გაუსკდათ, რასაც ჩვენ ისედაც ვლაპარაკობდით. სკანდალი ისაა, რომ თავიანთმა თანამოაზრეებმა გახეთქეს ეს ამბავი, რომ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ან თუ მიიღებს რაღაცნაირი მესიჯები გაახმოვანონ. ახლა კულისებში ახალი კამპანია დაიწყეს, რომ რამენაირად, კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს ხელისუფლებას არ დაბრალდეს. რა ვიცი ვის უნდა დაბრალდეს. ვინც უნდა, რაც უნდა ის დაიბრალოს, ოღონდ ეს ქვეყანა არ დააზიანონ, მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულს ვერ იყოფენ“.

„შიდა არეულობა და მათი შიდა დაპირისპირება ერთადერთი იმის მიზეზია, რომ ვერ იყოფენ ფულს, რომელიც თავის დროზე საქართველოს ბიუჯეტიდან მოიპოვეს. შიდა გავლენებსაც ვერ იყოფენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება