ნინო კობახიძე - „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ისტორიული დანიშნულება აქვს, ის ბიზნეს სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ვფიქრობ, 2015 წლიდან უკვე ისტორიული დანიშნულება აქვს „აბრეშუმის გზის ფორუმს, არამხოლოდ პოლიტიკურ და გლობალურ ველზე. ჩვენი აქ ყოფნა, ბიზნესის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თვალსაზრისით და საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის" გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, წელს ფორუმს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული ჰაბისა და ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზების კუთხით.

„მთელი რიგი ბიზნესშეხვედრები გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია, რომ წელს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციის განსაზღვრა და ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც წარმოდგენილი არიან, როგორც მეზობელი, ასევე ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან“,- აღნიშნა კობახიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი,“ რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა.

„იგი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება