საგამოძიებო სამსახურში კომპანია MasterCard/Ciphertrace-ის რეგიონულ მენეჯერებთან შეხვედრა გაიმართა

საგამოძიებო სამსახურში კომპანია MasterCard/Ciphertrace-ის რეგიონულ მენეჯერებთან სებასტიენ ვეილანტთან და დავით ზღუდაძესთან შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები გააცნეს და ვირტუალური აქტივის გამოყენებით, ფულის გათეთრების გამოვლენასთან დაკავშირებული გამოწვევები, მის გადასაჭრელად საჭირო თანამედროვე მიდგომები და ტექნიკური შესაძლებლობები მიმოიხილეს.

„აგრეთვე, მხარეებმა სპეციალისტთა პრაქტიკული გადამზადების და ბლოკჩეინში განხორციელებული ციფრული ჩანაწერების ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რა მიმართულებითაც აქტიური კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება