სერბეთის ვაჭრობის მინისტრი - მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო იყოს დამკვირვებელი აბრეშუმის გზის ინიციატივაში - უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს სერბეთის ბაზარზე და სერბულ კომპანიებს ამ ბაზარზე

საქართველო პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენც პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ, როგორც პატარა ქვეყნებმა, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ სერბეთის ვაჭრობის მინისტრმა ტომისლავ მომიროვიჩმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და სერბეთს კარგი პოლიტიკური ურთიერთობები აქვთ და საჭიროა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაც.

„სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ტრადიციულად კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან და თბილი ურთიერთობები ქართველ ხალხთან, მაგრამ უნდა ავაშენოთ ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს სერბეთის ბაზარზე და სერბულ კომპანიებს ამ ბაზარზე. იმედი მაქვს, რომ მომავალში ერთად შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწევთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო იყოს დამკვირვებელი აბრეშუმის გზის ინიციატივაში“, - აღნიშნა სერბეთის ვაჭრობის მინისტრმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება