ოლექსი დანილოვი - უკრაინაში, უახლოეს მომავალში, საბრძოლო მასალის წარმოება გაიზრდება

უკრაინა, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო და კერძო საწარმოების ხარჯზე საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის, შესაბამისი ტექნიკა უკვე მონტაჟდება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„ჩვენმა პარტნიორებმა, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ - ამ აგრესიის დაწყებიდანვე, 2022 წლის აპრილ-მაისიდან, ქვეყნებმა დაიწყეს დამატებითი შესაძლებლობების აშენება, ეს არ არის იოლი საქმე, მათი ერთ-ორ თვეში შექმნა შეუძლებელია. საიდუმლოს გეტყვით: ჩვენი კერძო კომპანიებიც მუშაობენ ამ საკითხზე, მათ შეუკვეთეს შესაბამისი აღჭურვილობა, გარკვეული აღჭურვილობა უკვე დამონტაჟებულია საწარმოების დახურულ ზონებში - და უახლოეს მომავალში ვიხილავთ საკუთარი წარმოების ზრდას“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, მხოლოდ სახელმწიფო ვერ უმკლავდება ამ საკითხს და მაქსიმალურად ცდილობს კერძო ბიზნესის მიზიდვას.

დანილოვის მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიაზე არის ადგილები, სადაც შესაძლებელია წარმოების უსაფრთხოდ დაწყება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება