ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი.

როგორც მან ამბროლაურში, ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

„გამოძიება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს. ეს უმძიმესი იყო მთელი საქართველოსთვის. სამწუხაროდ, იცით, რომ კიდევ ერთი ადამიანის, ბავშვის, არასრულწლოვანის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. დღესაც არიან ჯგუფები, ტექნიკაც მუშაობს, სამწუხაროდ. გამოძიება მიმდინარეობს. რომ გითხრათ ახალი, ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა-თქო, ნამდვილად მოგატყუებთ. ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს ახალი. ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება