პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბათუმში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, სამსახური ქალაქ ბათუმში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გახსნეს.

„ლელა ჯანაშვილის განცხადებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმი შეიქმნება, ასევე დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.

შეხვედრაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა და სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ პოპიაშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.

მომხსენებლებმა ყურადღება საჯარო და კერძო სექტორში ახალი კანონის იმპლემენტაციისათვის აუცილებელ ღონისძიებებზე გაამახვილეს. შეხვედრაზე საუბარი ისეთ მნიშვნელოვან სიახლეებს შეეხო, როგორიცაა, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ხაზი გაესვა მონაცემთა დამუშავების წესების დარღვევისათვის ახალი კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებსა და მათი გამოყენების ახალ წესებს.

შეხვედრა კერძო სექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში მიიღო. კანონის ძირითადი ნაწილი 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო გარკვეული დებულებები 1 ივნისიდან შევა ძალაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კანონის შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება