მარნეულის მერიამ, შშმ პირთა საბჭოზე მომართვის საფუძველზე, უსინათლოთა კავშირის მარნეულის ბენეფიციარებისთვის ხმოვანი 10 წნევის და 5 გლუკომეტრის აპარატი შეიძინა

მარნეულის მერიამ, შშმ პირთა საბჭოზე მომართვის საფუძველზე, უსინათლოთა კავშირის მარნეულის ბენეფიციარებისთვის ხმოვანი 10 წნევის და 5 გლუკომეტრის აპარატი შეიძინა. ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბენეფიციარებს აპარატურა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე, თემურ შუბითიძემ და ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა, ნინო დეკანოიძემ გადასცეს.

„ამასთან, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობისთვის სატრანსპორტო საშვები დაურიგდათ.

შეხვედრას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, მარნეულში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს და უსინათლოთა კავშირის წევრები, ასევე, მარნეულში მცხოვრები სმენადაქვეითებული მოქალაქეები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!