მაია ბითაძე კლიმატის ცვლილების გლობალურ საკითხებზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და HELVETAS Swiss Intercooperation-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მედიის წარმომადგენლებისთვის გამართული შეხვედრის მთავარ თემას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ჭრილში, კლიმატის ცვლილების აქტუალური გლობალური საკითხები, მისი შედეგები და კლიმატის კრიზისზე რეაგირების მიდგომა წარმოადგენდა.

ღონისძიების მონაწილეებმა, დისკუსიის ფორმატში, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ძირითად გამოწვევებზე, შესაბამის კანონმდებლობაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მაია ბითაძემ კლიმატის ცვლილების საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია მედიასთან კომუნიკაცია ისეთ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის კლიმატის ცვლილება, მისგან გამოწვეული საფრთხეების კონტროლი და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კლიმატის ცვლილებების საკითხის აქტუალიზაციაა, რაც საკანონმდებლო საქმიანობაში და იმ დღის წესრიგში ვლინდება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების პარალელურად, პარლამენტს აქვს დამტკიცებული. დღეს გამართული ღონისძიება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელზეც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მდგრადი განვითარების პრინციპების სხვადასხვა მიმართულებებზე, პარლამენტის როლსა და მის ჩართულობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, კლიმატის შესახებ კანონპროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში მედიის ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება