ბენი განცი - „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ უსაფრთხოების აღსადგენად წლებია საჭირო

ისრაელს 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად განადგურებული სამხრეთი თემების რეაბილიტაციისთვის წლები დასჭირდება და ღაზას სექტორში დაგეგმილ სახმელეთო შეტევას გასცდება, - ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.

„ღაზას ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება ღაზის სექტორის ტერიტორიის ფარგლებში, შეაღწევს ღრმად ყველგან და ნებისმიერ დროს, რაც საჭიროა იმ თემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც აღდგება და აღადგენს რეგიონს“, - აღნიშნა ბენი განცმა.

მისი თქმით, სახმელეთო ოპერაცია ხანგრძლივი პროცესის მხოლოდ ერთი ეტაპი იქნება.

„(სახმელეთო) მანევრი იქნება ხანგრძლივი პროცესის მხოლოდ ერთი ეტაპი, რომელიც მოიცავს თავდაცვით, დიპლომატიურ და სოციალურ ასპექტებს, რომელსაც წლები დასჭირდება“, - აღნიშნა ისრაელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება