„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - თელავის მერიამ საახალწლო სანათებისა და ნაძვის ხის შეძენისთვის, 600 ათას ლარამდე დახარჯა - ან ადგილი აქვს თანხის არაგონივრულად ხარჯვას, ან კორუფციას

თელავის მერიამ საახალწლო სანათების და ნაძვის ხის შეძენისთვის, დაახლოებით, 600 ათას ლარამდე დახარჯა, რაც მიანიშნებს ერთ რამეზე - ადგილი აქვს თანხის არაგონივრულად ხარჯვას, ან კიდევ კორუფციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრმა, გიგი გიგიტელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თელავის მერს ურჩევს, რომ შეკვეცოს ეს ხარჯები.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სანათების შეძენაში, საახალწლო ნაძვის ხის შეძენაში, დაახლოებით, 600 ათასი ლარი დახარჯა და არ მგონია გონივრული იყოს, რომ თელავის მორთვა უფრო ძვირი ჯდებოდეს, ვიდრე ევროპის დედაქალაქების. ეს მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ ეს თანხები ან არაგონივრულად იხარჯება, ან ადგილი აქვს კორუფციას. თელავის მერს ვურჩევდი, რომ შეკვეცოს ეს ხარჯები და მიხედოს იმ მძიმე პრობლემებს, რომელიც ქალაქშია შექმნილი, მაგალითად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება