„თევზეული ქართულ სამზარეულოში“ - ამ სახელწოდებით აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მომზადდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, "თევზეული ქართულ სამზარეულოში" - ამ სახელწოდებით აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მომზადდა.

მათივე ცნობით, წიგნი, რომელშიც 70-ზე მეტი ადგილობრივი, ქართული თევზის რეცეპტია თავმოყრილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით მოამზადა.

„წიგნში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით, თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები. გარდა რეცეპტებისა გზამკვლევში საუბარია თევზისა და ზღვის პროდუქტების მომზადების წესებზე, თევზის ზოგად კვებით და გასტრონომიულ ღირებულებაზე, მეთევზეობის ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში.

ახალი კულინარიული გზამკვლევის მომზადების პროცესი დასრულებულია. წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა დაინტერესებულ პირებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე https://visitajara.com/ka/brochures შეუძლიათ. "თევზეული ქართულ სამზარეულოში" წლის ბოლომდე დაიბეჭდება და გასტრონომიული ტურიზმის დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ გადაეცემათ. ცნობისთვის, ეს რიგით მეორე კულინარიული გზამკვლევია „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ წიგნის შემდეგ, რაც სააგენტომ გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით აჭარაში მოამზადა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება