გორის მერია - სახალხო დღესასწაული „იაკობობა 2023“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება, 28 ოქტომბერს აღინიშნება

სახალხო დღესასწაული „იაკობობა 2023“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება, 28 ოქტომბერს აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დაბადებიდან 183-ე წლისთავს ტრადიციულად მისი მშობლიური სოფელი ვარიანი უმასპინძლებს.

„მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები 13:00 საათიდან გაიმართება.

სადღესასწაულო ტერიტორიაზე სტუმრები მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების შემოქმედებას მოუსმენენ, დაათვალიერებენ ფაცხებს საშემოდგომო ნობათით და გაეცნობიან დედაენის თემატიკის გათვალისწინებით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს.

საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და ,,დედა ენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს ვარიანში დაიბადა. მწერალი 1912 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაგეგმილი ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება