სლოვაკეთის პრემიერი - მხარს დავუჭერ ნულოვან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის - ევროკავშირი იარაღის მიმწოდებლიდან მშვიდობისმყოფელად უნდა იქცეს

სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს.

„მე მხარს დავუჭერ ნულოვან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებელი შეწყვეტა არის საუკეთესო გამოსავალი უკრაინისთვის. ევროკავშირი იარაღის მიმწოდებლიდან მშვიდობისმყოფელად უნდა იქცეს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს.

”მე მხარს არ დავუჭერ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციებს, თუ არ ვნახავთ სლოვაკეთზე მათი გავლენის ანალიზს. თუ იქნება ისეთი სანქციები, რომლებიც ზიანს მოგვაყენებს, რასაც სანქციების უმეტესობა აკეთებს, ვერ ვხედავ მათი მხარდაჭერის მიზეზს“, - აღნიშნა ფიცომ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება